საბაჰის ქართველ შემტევს კორონავირუსი დაუდასტურდა

მიქაუტაძე: “ახლოს ვიდექი მესისთან, რონალდუსთან, ანრისთან…”
ნოემბერი 25, 2021 11:45
სკანდალი ძალოსნობაში: ორ ქართველს დოპინგი აღმოაჩნდათ
ნოემბერი 25, 2021 13:17
აზერბაიჯანში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელს, მიხეილ ერგემლიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ კორონავირუსი საბაჰის ერთბაშად 6 ფეხბურთელს დაუდასტურდა, რომელთა შორის ერგემლიძეცაა – ყველა ფეხბურთელი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. ერგემლიძე 22 წლის თავდამსხმელია, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანულ, ბაქოს “საბაჰში” ასპარეზობს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ გოლი ჯერ ვერ გაიტანა. ერგემლიძე “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოში”, საჩხერის “ჩიხურაში” და საფეხბურთო კლუბ “გაგრაში” უთამაშია. სწორედ “გაგრადან” აღმოჩნდა ახალგაზრდა ფეხბურთელი აზერბაიჯანის პრემიერლიგაში.
Share