ბასილაშვილის დამსახურებით – საქართველო ATP Cup ზე იასპარეზებს!

▶️VIDEO შოთა არველაძის გოლი 🆚 მოსკოვის “სპარტაკი”
ნოემბერი 25, 2021 17:50
25 ნოემბერი: ქართველი ლეგიონერების განრიგი კონფერენსლიგაზე
ნოემბერი 25, 2021 19:56

საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები ისტორიაში მეორედ ATP Cup ზე იასპარეზებს.

ATP Cup სანაკრებო საჩოგბურთო ტურნირია, რომელიც 2020 წლიდან იმართება, ტურნირზე 24 ქვეყანა მონაწილეობს, ქვეყნების კვალიფიკაცია კი ჩოგბურთელების რეიტინგის მიხედვით ხდება. იმისთვის, რომ ქვეყანა ტურნირზე კვალიფიცირდეს, მინიმუმ 3 ATP რეიტინგის მოთამაშე უნდა ჰყავდეს.

პირველი ტურნირი 2020 წელს, ავსტრალიაში ჩატარდა. ჩემპიონი სერბეთი გახდა, რომელმაც ფინალში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. სწორედ პირველ ტურნირზე იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა.

საქართველოს ნაკრები ტურნირის პირველ გათამაშებაში ესპანეთის, იაპონიის და ურუგვაის წინააღმდეგ მოხვდა. ქართველი ჩოგბურთელები იაპონიასთან და ესპანეთთან დამარცხდნენ, ურუგვაის ნაკრები კი დაამარცხეს და ტურნირი ჯგუფურ ეტაპზე, მე-3 ადგილით დაასრულეს.

2022 წლის ATP Cup – ზე საქართველოს ნაკრები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დამსახურებით ითამაშებ. ბასილაშვილს წელს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ქართველმა ჩოგბურთელმა მოიგო 2 ტურნირი და ისტორიაში პირველად ითამაშა მასტერსის ფინალი.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელს 1,700 სარეიტინგო ქულა დააგროვა, რითიც ATP რეიტინგში 20 საფეხურიანი წინსვლა განიცადა და 42 ადგილიდან 22 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო კონკრეტულად 2021 წლის რეიტინგში ბასილაშვილი მსოფლიოს მაშტაბით მე-17 არის.

2022 წლის ATP ტურნირზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გარდა ნიკოლოზ ბასილაშვილისა, ალექსანდრე ბაკში და ალექსანდრე მეტრეველიც იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი რეიტინგის 22-ე ჩოგანია, საუკეთესო შედეგი კი 2019 წელს ჰქონდა, როდესაც მე-16 პოზიციას იკავებდა.

ბაკში აშშ-ში დაბადებული 24 წლის ცაცია ჩოგბურთელია, კარიერაში მოგებული აქვს  ერთი ITF ტურნირი, რეიტინგში მისი საუკეთესო შედეგი 847-ე ადგილი არის, რომელსაც ამჟამად აფიქსირებს. საქართველოს სახელით ალექსანდრე ბაკშმა პირველად, სწორედ ATP Cup-ზე იასპარეზა.

ალექსანდრე მეტრეველი 28 წლის ქართველი ჩოგბურთელია, მას კარიერაში საუკეთესო შედეგი 2016 წელს ჰქონდა, როდესაც რეიტინგის 264-ე ნომერი იყო, ხოლო ამჟამად იგი ATP რეიტინგის 679-ე საფეხურზეა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში 22-ე ადგილზეა, მის წინ ერთი ქვეყნის რამდენიმე წარმომადგენლებიც არიან,ჩვენი ნაკრები ტურნირზე მე-16 ნორმად  იქნება განთესილი.

საქართველოს ნაკრების მსგავსად ტურნირზე თამაში გარანტირირებული აქვთ სერბეთს, რუსეთს, გერმანიას, საბერძნეთს, ესპანეთს, იტალიას, ნორვეგიას, პოლონეთს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, არგენტინას, ავსტრიას, შვეიცარიას, ჩილეს, საფრანგეთს, აშშ-ს, ხორვატიას, ბულგარეთს, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას, ყაზახეთს ბელგიას და უნგრეთს.

Share