თოკომ ბაიერნს 12 ქულა ჩაუგდო და ხვალ საქართველოსთვის ითამაშებს

ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი შეარჩია
ნოემბერი 25, 2021 22:00
VIDEO საქართველოს ნაკრების ვარჯიში უკრაინასთან მატჩამდე
ნოემბერი 26, 2021 00:10

ხვალ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ნაკრების მატჩის წინ რამდენიმე საათით ადრე,  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელია ევროლიგაზე მოსკოვის “ცსკას” შემადგენლობაში ითამაშა. მოსკოველებმა “ბაიერნი” მძიმე ბრძოლაში 77:74 დაამარცხეს. აღნიშნულ მატჩში თოკომ 12 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

მატჩის შემდეგ, თორნიკე ჩარტერული რეისით თბილისში გამოემგზავრება და ხვა ნაკრების შემადგენლობაში ითამაშებს.

საქართველო-უკრაინის მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 19:00-ზე გაიმართება.

Share