გამარჯვება დაძაბულ მატჩში – საქართველო 88:83 უკრაინა

▶️VIDEO შენგელიას საოცარი ჩატენვა უკრაინის წინააღმდეგ
ნოემბერი 26, 2021 20:29
▶️VIDEO მიმოხილვა | საქართველო 88:83 უკრაინა
ნოემბერი 26, 2021 21:53

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქათველმა კალათბურთელებმა დაძაბულ მატჩში უკრაინის ნაკრები 88:83 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების რიგებში გამორჩეული მატჩი ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო გახდა – გიორგი შერმადინი.

ქართველ ცენტრს უკრაინასთან მატჩში 23 ქულა, 2 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ასევე 23 ქულა 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა თად მაკფადენმა,ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ  16 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი გააკეთა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს 29 ნოემბერს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

 

Share