FIBA შენგელიაზე: “იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ისე უყვარხართ, როგორც მას საქართველოს ნაკრებში თამაში”

„საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს“ – თორნიკე შენგელია
ნოემბერი 26, 2021 23:37
გურამ კაშია კონფერენსლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ნოემბერი 27, 2021 10:39

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო და უკრაინის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 88:83 დაამარცხა.

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 33 წუთში 16 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველის გამოსვლას ფიბა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „იპოვეთ ისეთი ადამიანი, ვისაც ისე უყვარხართ, როგორც თორნიკე შენგელიას უყვარს საქართველოს ნაკრებში თამაში“.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 29 ნოემბერს, სტუმრად ესპანეთთან ჩაატარებს.

Share