კონფლიქტის დეტალები – ცნობილია, რა მოხდა ქეცბაიასა და კაჭარავას შორის

შერმადინი: “ბოლო მატჩი უკრაინასთან წავაგეთ… ვეცდებით, ეს მოვიგოთ”!
ნოემბერი 26, 2021 10:51
▶️VIDEO ლევან ელოშვილის დუბლი ბვ ლინცის წინააღმდეგ
ნოემბერი 26, 2021 13:33

20 ნოემბერს კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში თემურ ქეცბაიას “ანორთოსისი” სტუმრად ნიქოზიის “ოლიმპიაკოსთან” 2:3 დამარცხდა.  შეხვედრის 52-ე წუთზე ქეცბაიამ ლაფერტის ნაცვლად კაჭარავა შეიყვანა, რა მომენტიდანაც კონფლიქტი წარმოიშვა.

კვიპროსული sportdog.gr გასახდელში ქეცბაიასა და გუნდის თავდამსხმელების კონფლიქტის დეტალებს ჰყვება.

“თავიდან ქეცბაიამ ცენტრალურ მცველებს გაშვებული ბურთების გამო საყვედურობდა. ამის შემდეგ ქეცბაია პოპოვიჩს და კიდევ ორ ფორვარდს, კაილ ლაფერტის და ცვლილებიდან შესულ თანამამემამულე ნიკა კაჭარავას დაუპირისპირდა. ის მათ, განსაკუთრებით კი ლაფერტის, “იოლი გოლების” ვერგატანაში ადანაშაულებდა.

ქართველმა ლაფერტის მიმართულებით წყლით სავსე ბოთლი გაისროლა, რასაც ჩრდილოირლანდიელმა შერაცხყოფელი სიტყვებით უპასუხა და მწვრთნელზე გაიწია. მწვრთნელმა უკან არ დაიხია და მიაძახა ლაფერტის, რომ მისთვის ანორთოსისი დასრულებულია.

კონფლიქტი გაგრძელდა, კაჭარავა ჩაერია და თანამემამულე მწვრთნელს სთხოვა დაწყნარებულიყო – ქეცბაიამ გუნდიდან კაჭარავაც დაითხოვა. გასახდელში სიტუაცია ტრაგი-კომიკური იყო, რაღაც ნივთები ცვიოდა, ზოგი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, მაგრამ ეს მწვრთნელს უფრო აბრაზებდა”, – წერს კვიპროსული გამოცემა

კვიპროსული მედია ასევე წერს, რომ ქეცბაიას არ სურს რამდენიმე ფეხბურთელთან თანამშრომლობა. ამავე დროს, ყველა მათგანი თემურ ქეცბაიას მოყვანილია და ეს კლუბში ძალიან ცუდ ატმოსფეროს ჰქმნის.

Share