შერმადინი: “ბოლო მატჩი უკრაინასთან წავაგეთ… ვეცდებით, ეს მოვიგოთ”!

ზუროსი: “რთული თამაში იქნება… გულშემატკივრის დაბრუნება მახარებს!”
ნოემბერი 26, 2021 10:39
კონფლიქტის დეტალები – ცნობილია, რა მოხდა ქეცბაიასა და კაჭარავას შორის
ნოემბერი 26, 2021 12:17

დღეს, 26 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს.

ამ მატჩით ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ხსნის. ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში ჩვენი ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. უკრაინასთან 26 ნოემბრის მატჩის შემდეგ საქართველო სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. 26-ში ესპანელები პირველი ტურის მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებენ.

დღევანდელი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა გიორგი შერმადინმა.

“უკრაინას ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ჰყავთ მაღალი მოთამააშებიც. მაგალითად, პუსტოვოი ჩემზე მაღალია…

ევროპის ჩემპიონატზე მათ წინააღმდეგ ბოლო მატჩი წავაგეთ. ამ შეხვედრაში თორნიკე შენგელიაც ჩვენთან იქნება და ვეცდებით, მოსაგებად მაქსიმუმი გავაკეთოთ”, – თქვა შერმადინმა.

ასევე წაიკითხეთ: ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი შეარჩია
ზუროსი: “რთული თამაში იქნება… გულშემატკივრის დაბრუნება მახარებს!”
VIDEO საქართველოს ნაკრების ვარჯიში უკრაინასთან მატჩამდე

Share