ზუროსი: “რთული თამაში იქნება… გულშემატკივრის დაბრუნება მახარებს!”

VIDEO გურამ კაშია 🆚 პაოკი
ნოემბერი 26, 2021 00:53
შერმადინი: “ბოლო მატჩი უკრაინასთან წავაგეთ… ვეცდებით, ეს მოვიგოთ”!
ნოემბერი 26, 2021 10:51

დღეს, 26 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს.

ამ მატჩით ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ხსნის. ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში ჩვენი ეროვნული ნაკრები 2 შეხვედრას გამართავს. უკრაინასთან 26 ნოემბრის მატჩის შემდეგ საქართველო სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. 26-ში ესპანელები პირველი ტურის მატჩს ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებენ.

დღევანდელი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა.

“საკმაოდ რთული თამაში გველის, განსაკუთრებით ახლა, როცა რამდენიმე მოთამაშე გვაკლია. ამავდროულად, გვყავს თორნიკე შენგელია, რომლის ჩამოსაყვანად ფედერაციამ დაუჯერებელი საქმე გასწია. არ გვეყოლებიან სანაძე და ცინცაძე, თუმცა ისინი მალე დაგვიბრუნდებიან.

მაქსიმუმის მისაღებად ყველაფერს გავაკეთებთ. მიხარია, რომ მატჩს გულშემატკივარი უბრუნდება. გულშემატკივარი წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება, ისინი ძალიან გვაკლდნენ”, – თქვა ზუროსმა.

ასევე წაიკითხეთ: ილიას ზუროსმა მომავალი მატჩებისთვის 13 კალათბურთელი შეარჩია

Share