ხუთშაბათს, უეფას კონფერენსლიგის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას ბრატისლავის “სლოვანმა” ბერძნულ “პაოკს” უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა (0:0).
გამორჩეული მატჩი ჰქონდა გურამ კაშიას, რომელიც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ. ქართველმა Sofscore-მ 7,9 შეფასება დაუწერა და ამ შედეგით ტურის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა.
ბრატისლაველები მორიგ მატჩს 29 ნოემბერს, სლოვაკეთის ჩემპიონატის ფარგლებში “სერადის” წინააღმდეგ გამართავენ.