საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია !

„სამგურალის მოგებაში დიდი წყვილი გამართლებამ ითამაშა“ – სოსო ფრუიძე
ნოემბერი 27, 2021 15:08
▶️VIDEO შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში რუსი ნაგუჩევი დაამარცხა
ნოემბერი 27, 2021 16:12

რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე, ძიუდოს  ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ფინალში გააღწია. აღსაღნიშნავია, რომ ეროვნული ნაკრები ძირითადად იმ ფალავნებისგან შედგება, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ ევროპის 23 წლამდე ჩემპიონატი მოიგეს. ჩვენი შერეული (ვაჟთა და ქალთა შორის) შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება :

-73 ალეკო მამიაშვილი, ფრიდონ გიგანი
-90 ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი
+90 გელა ზაალიშვილი, საბა ინანიშვილი
-57 ეთერ ლიპარტელიანი
-70 მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი
+70 სოფიო სომხიშვილი

წილისყრის შედეგად, საქართველოს პირველი მეტოქე ავსტრია იყო, რომელსაც ადვილად 4-0 ვძლიეთ. აღნიშნულ დაპირისპირებაში გამარჯვებები მოიპოვეს მაისურაძემ, ინანეიშვილმა, სომხიშვილმა და ლიპარტელიანმა.

1/4 ფინალში მეტოქედ უფრო ძლიერი, საფრანგეთი გვერგო, თუმცა მათაც დამაჯერებლად 4-2 ვძლიეთ. ამჯერად, გამარჯვებულის ვინაობა ინანეიშვილმა, გიგანმა, ლიპარტელიანმა  და ღვინიაშვილმა გადაწყვიტეს. სამწუხაროდ მარცხი იწვნიეს სომხიშვილმა და ჭანტურიამ.

დაძაბული გამოდგა 1/2 ფინალური დაპირისპირება თურქეთთან, თუმცა ინანეიშვილის, ლიპარტელიანის, მაისურაძის და  ჭანტურიას გამარჯვების ფონზე, სომხიშვილისა და  გიგანის მარცხი გადამწყვეტი აღარ აღმოჩნდა. შედეგად კი საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა.

ფინალური ბლოკი 17:00 სთ-ზე დაიწყება და ჩვენი მეტოქე ჰოლანდიის ნაკრები იქნება

Share