„სამგურალის მოგებაში დიდი წყვილი გამართლებამ ითამაშა“ – სოსო ფრუიძე

გურამ კაშია კონფერენსლიგის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
ნოემბერი 27, 2021 10:39
საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია !
ნოემბერი 27, 2021 15:23

სოსო ფრუიძის „სამგურალი“ ზედიზედ მეორე წელია სენსაციურად საქართველოს თასის ფინალში გადის, წყალტუბოელმა ფეხბურთელებმა ნახევარ ფინალში ჩელე არენაზე დრამატულ შეხვედრაში „ქობულეთის შუქურა“ დაამარცხა ანგარიშით 2:3 და ფინალის საგზურიც გაინაღდა.

 

„თასის ფინალში გასვლა ყველა გუნდისთვის წარმატებაა. თანაც ისეთ ამინდში მოვიგეთ, სადაც ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ჩემს მოთამაშეებს თავდადების და ბოლომდე ვაჟკაცობის გამოჩენისთვის მადლობა მინდა გადავუხადო“.

„რა თქმა უნდა, ფეხბურთელები რომ შევცვალეთ, ამით ბოლო წუთებზე თამაშის სურათი შეიცვალა. მაგრამ მოგებაში დიდი როლი გამართლებამ ითამაშა – ეს მომენტი ნამდვილად იყო“.

„ისეთი შეცდომები, რომელიც ორივე გოლის გაშვების დროს დავუშვით, არ შეიძლება მოგვივიდეს. ეს უნდა გამოვასწოროთ, საქართველოს თასის აღება თუ გვინდა“. – განაცხადა სოსო ფრუიძემ

 

შეგახსენებთ, რომ „სამგურმალმა“ შარშანაც მოახერხა საქართველოს თასის ფინალში თამაში, მაშინ იმერულმა გუნდმა პენალტების სერიაში „გაგარასთან“ დამარცხდა.

სოსო ფრუიძემ საქართველოს თასი თავის ყოფილ გუნდს „საჩხერის ჩიხურას“ მოაგებინა, როდესაც 2017 წელს ფინალში საქართველოს ჩემპიონი „ქუთაისის ტორპედო“ დაამარცხა.

წლევანდელ სეზონში სამგურალი ეროვნულ ლიგაში ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 41 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს, თასის მოგების შემთხვევაში გუნდი კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას.

თასის ფინალი 8 დეკემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, ფრუიძის გუნდს „საბურთალო“ დაუპირისპირდება, რომელმაც ჩემპიონატიდან ევროთასებზე გასვლის შანსი უკვე ოფიციალურად დაკარგა, სწორედ თასის ფინალში გაირკვევა ევროტურნირებზე მეოთხე ქართული გუნდის ვინაობა.

1tv.ge

Share