ჩეხეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში, ვახტანგ ჭანტურიშვილის “ზლინის” და ოსტრავას “ბანიკის” დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა.
ქართველმა ნახევარმცველმა 86-ე წუთზე თანაგუნდელს გაატანინა და ქულის მოპოვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
ჭანტურიშვილმა, მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში კი სამი საგოლე გადაცემაა. ზლინი 15 ქულით მეთერთმეტე ადგილს იკავებს.