უზბეკეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში, მათე ვაწაძის, გიორგი კუხიანიძის და ელგუჯა გრიგალაშვილის “ქიზილქუმმა” ბეკაბადის “მეტალურგის” უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
სამივე ქართველი სასტარტოდან იწყებდა, გრიგალაშვილმა მეთექვსმეტე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და მეორე ტაიმში ტურაპოვმა შეცვალა. ვაწაძის სრული მატჩისა მიუხედავად, გატანა ვერ მოახერხა. მასპინძელთა შორის ერთადერთი გოლი კი კუხიანიძემ 63-ე წუთზე გაიტანა.
ქიზილქუმი სატურნირო ცხრილში 31 ქულით მეცხრე ადგილზეა.