Eurosport: “ტრანსფერი რეალურია, უბრალოდ საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა”

VIDEO ისტორიაში პირველად – მორის ყვითელაშვილმა გრან-პრი მოიგო
ნოემბერი 28, 2021 11:46
VIDEO ბექა მიქელთაძემ გოლი მამის ხსოვნას მიუძღვნა
ნოემბერი 28, 2021 12:43

გავლენიანმა გამოცემა Eurosport-მა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის რუბინის შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქართველის რეგრესზე წერს,

ზაფხულში კვარაცხელიას მომავალზე ბევრი დაიწერა, მაგრამ სეზონი ხვიჩამ ისევ რუბინის მაისურით დაიწყო. მიმდინარე სეზონში მან 1 გოლი გაიტანა, მის აქტივშია 1 საგოლე გადაცემაც.

დღეს კვარაცხელია რუბინთან ერთად მოსკოვის დინამოს დაუპირისპირდება, მანამდე კი აი, რას წერს Eurosport.

“ხვიჩა კვარაცხელიამ კლასი დაკარგა. რუბინის მოთამაშე იუვენტუსში და ტოტენჰემში მიდიოდა, ახლა კი 1+1 რუსეთის ჩემპიონატში.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ დიდი ხანია აღარაფერი არ ისმის. ზაფხულში ქართველი ფეხბურთელით ტოტენჰემი იყო დაინტერესებული, შემოდგომაზე კი ნორვიჩიც არ დაინტერესდება. „რუბინის“ ვინგერს კარგი დრიბლინგი აქვს და ეს საკმარისია რუსეთში, მაგრამ უფრო მაღალ ჩემპიონატში სათამაშოდ პროგრესია საჭირო.

2021 წლის ზაფხულში, რუსული ფეხბურთი ელოდებოდა ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ევროპაში ტრანსფერს, ყველაზე ახლოს ხვიჩა ტოტენჰემში ტრანსფერთან იყო ახლოს, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. შემოდგომის შემდეგ კვარაცხელიამ ფორმა დაკარგა, ბოლოს მან რუსეთში 30 ივლისს გაიტანა, ზაფხულის შემდეგ ხვიჩამ გოლები მხოლოდ სანაკრებო დონეზე შეაგდო, როდესაც შვედეთს დუბლი შეუსრულა.

კვარაცხელიას ერთ-ერთი მთავარი კოზირი დრიბლინგია. კვარაცხელია 2021/22 წლების რუსეთის ჩემპიონატში მეორე მოთამაშეა დრიბლინგების ჯამური რაოდენობით (5,7, მეტი მხოლოდ რესიუან მირზოვის აქვს, 5,8). ეს აშკარად მისი ძლიერი მხარეა, რაც უფრო დახვეწავს ქართველი მისთვის ფეხბურთის საყვარელ ნაწილს, მით უფრო დიდი შანსია, რომ ის ევროპაში ვიხილოთ.

მემარჯვენე ქართველი მარცხენა ფლანგზე თამაშობს. ფლანგის შეუსაბამობა სამუშაო ფეხთან ვარსკვლავს საშუალებას აძლევს ადვილად იპოვოს დასარტყამი პოზიციები – საკმარისია ბურთი კომფორტულ მხარეს გადაიტანოს.

ერთი შეხედვით ხვიჩა თავისთვის კომფორტულ გარემოში თამაშობს. პარადოქსი კი ისაა, რომ კომფორტული პოზიცია ოდნავ ზღუდავს მოთამაშეს. ზოგიერთ თამაშებში რუბინის გარემარბი ერთფეროვანი ხდება და მხოლოდ მარჯვენა მხარეს ატყუებს მოწინააღმდეგეს. საუკეთესო მაგალითია მატჩი ლოკომოტივთან.

ხვიჩა ზედმეტად მიჩვეულია მარჯვნივ მოძრაობას. ამავდროულად, ქართველმა შეიძლება სარგებელიც მოიტანოს არასაყვარელი ფეხით დრიბლინგითაც, უბრალოდ ის კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს. ამისთვის არაა საჭირო, რომ ორივე ფეხი ერთ დონეზე ჰქონდეს განვითარებული, მართალია არასამუშაო ფეხით მან „უფას“ გაუტანა (გოლი არ ჩათვალეს), თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ხვიჩას სუსტი მხარეა.

ხვიჩა ასევე სუსტია ორთაბრძოლებშიც, კონტაქტისას, როგორც წესი ის გაზონზე ეცემა და ჯარიმის დანიშნვას მოითხოვს. მაგალითად „ცსკა“-სთან 36-ე წუთზე მან მოატყუა რამდენიმე ფეხბურთელი, შემდეგ კი, როდესაც ორთაბროძოლაში მუხინი შევიდა, ის საჯარიმოში დაეცა და პენალტი მოითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა ძალიან გამხდარია, ის საკმაოდ ძლიერია კორპუსის ჩადგმაში. როგორც ნებისმიერი ტექნიკური ფეხბურთელი, ხვიჩაც ოდნავი თავისუფლების შემთხვევაში აჩვენებს საუკეთესო თამაშს.

ტოპ ჩემპიონატში გადასვლის შემთხვევაში, დიდი შანსია, რომ კვარაცხელია გახდეს მეორე ალექსეი მირანჩუკი/ პირველ სეზონში რუსი ნახევარმცველი თითქოს და ჩაჯდა გასპერინის თამაშში, თუმცა შემდეგ ის იტალიაში დაიკარგა. ძალიან დიდი შანსია, რომ ასეთი რამ ქართველ ვინგერსაც დაემართოს.

ევროპაში ხვიჩას მოთხოვენ, როგორც ორთაბრძოლებში შესვლას, ასევე უფრო ძალისხმიერ დრიბლინგს. რუსეთში მას შეულძია სულ მარჯვნიდან მოატყუოს მეტოქე, მაგრამ ევროპაში სათამაშოდ მეტი არის საჭირო.

იმ შემთხვევაში თუ ხვიჩას უნდა ევროპაში თამაში, ის უნდა გამოვიდეს საკუთარი კომფორტის ზონიდან, მსოფლიოს საუკეთესო დრიბლერების – ლეო მესის და ედენ აზარის სტილიც მაგაზე დგას, ისინი მჭიდროდ განლაგებულ რამდენიმე ფეხბურთელს ატყუებენ ერთდროულად.

ხვიჩას სიზარმაცესა და არაპროფესიონალიზმს ვერანაირად დავაბრალებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ევროპაში ჩაშლილმა ტრანსფერმა მასზე დიდი გავლენა იქონია, არადა ტრანსფერი რეალურია, უბრალოდ საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „რუბინი“ შემდეგ შეხვედრას 28 ნოემბერს, შინ, მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 17:30 წუთზე დაიწყება.

Share