VIDEO ისტორიაში პირველად – მორის ყვითელაშვილმა გრან-პრი მოიგო

▶️VIDEO კუხიანიძის გოლი უზბეკეთის ჩემპიონატში
ნოემბერი 28, 2021 02:35
Eurosport: “ტრანსფერი რეალურია, უბრალოდ საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა”
ნოემბერი 28, 2021 12:34

მორის ყვითელაშვილი სოჭის გრან პრის გამარჯვებულია. ის გახდა პირველი ქართველი მოციგურავე, რომელმაც ამ დონის ტურნირზე პირველი ადგილის დაკავება შეძლო.

ორი პროგრამის ჯამში მორისმა 266.33 ქულა დააგროვა, რაც შეჯიბრის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

ამ რანგის ტურნირზე მოპოვებული ოქროს მედალი, პირველი შემთხვევაა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში.

გამარჯვების შემდეგ ყვითელაშვილმა კომენტარი გააკეთა.

“მაღალი დონის ბრძოლა იყო. დღეს ყველაფერი არ გამომივიდა, მაგრამ მაქსიმალურად მოვინდომე. საბოლოო ჯამში, რათქმაუნდა, კმაყოფილი ვარ, რომ გამარჯვება მოვიპოვე.

მადლობა ჩემს მწვრთნელებს, მშობლებს, საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციას, ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროს, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და ჩემი ყოველთვის სჯეროდათ.

ვწერ თუ არა აქ ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიას აქ? ბოლომდე ვერ ვიაზრებ, რას მივაღწიე აქ, სოჭში. ალბათ დროთა განმავლობაში გავიაზრებ. ძალიან გახარებული ვარ, რომ ოქრო მოვიგე”, – თქვა ყვითელაშვილმა.

Share