ესპანეთი 🆚 საქართველო – ურთიერთშეხვედრის ისტორია

ესპანელები გვიფრთხიან : “საქართველო რთული მეტოქეა, თუმცა მიზანი გამარჯვებაა”
ნოემბერი 29, 2021 02:35
ბათუმის “დინამო” – მე-10 გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულით
ნოემბერი 29, 2021 03:58

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

ქართველმა კალათბურთელებმა პირველი მატჩი თბილისში გამართეს, სადაც, დაძაბულ ბრძოლაში უკრაინის ნაკრები 88:83 დაამარცხეს. მეორე მატჩს კი დღეს, ესპანეთში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

საქართველოს და ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2013 წლის ევრობასკეტზე შეხვდნენ, მაშინ საქართველო ევროპულ კალათბურთში ახალი სახე იყო, ესპანეთი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები იყო და სამწუხაროდ შეხვედრაც მათი გამარჯვებით 83-59 დასრულდა.

ხვალ საქართველოს ნაკრები ესპანეთში თამაშობს, საინტერესოა ქართველი კალათბურთელების სტატისტიკა გასვლით მატჩებში:

2017 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა საქართველოს ფარგლებს გარეთ 13 შეხვედრა გამართა, 13 დან 8 მატჩში ჩვენმა კალათბურთელებმა იმარჯვეს, ხოლო 5 მატჩში დამარცხდნენ.

თავის მხრივ ძალიან ცოტა მატჩს აგებს საკუთარ პარკეტზე ესპანეთის ნაკრები, ბოლო 11 თამაშიდან იბერიელებმა საკუთარ კედლებში მხოლოდ 2 დათმეს, 9 მატჩში კი გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩი 23:30 დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგეძლებათ.

 

Share