ბათუმის “დინამო” – მე-10 გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულით

ესპანეთი 🆚 საქართველო – ურთიერთშეხვედრის ისტორია
ნოემბერი 29, 2021 03:51
▶️ VIDEO ესპანეთი 🆚 საქართველო – ერთადერთი ურთიერთშეხვედრა
ნოემბერი 29, 2021 11:27

საქართველოს ეროვნული ლიგა 1990 წლიდან იმართება, მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციას გამოეყო და ასე დაიწყო პირველი საქართველოს ჩემპიონატი.

 საქართველოს უმაღლეს ლიგაში 20 გუნდი ასპარეზობდა, პირველი თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, უმაღლესი ლიგის პირველ მატჩში თბილისისიბერიამფოთისკოლხეთსუმასპინძლა.

1990 წლიდან მოყოლებული, საქართველოს 9 სხვადასხვა  ჩემპიონი ჰყოლია, რა თქმა უნდა, ქვეყნის ყველაზე ძლიერი კლუბის სტატუსი ყველაზე მეტჯერ, უფრო კონკრეტულად კი 18-ჯერ თბილისისდინამოსაქვს მოპოვებული, დედაქალაქური გუნდებიდან,  ერთი საჩემპიონო ტიტული აქვს თბილისისსაბურთალოს”.

გარდა თბილისური გუნდებისა, სხვადასხვა დროს ეროვნული ლიგის გამარჯვებულები ქუთაისისტორპედო”, გორისდილა”, სამტრედიისსამტრედია”, ზესტაფონისზესტაფონი”, ბოლნისისსიონიმცხეთისვიტ ჯორჯიადა რუსთავისოლიმპიყოფილან.

საქართველოს ჩემპიონების რაოდენობა მიმდინარე სეზონის შემდეგ 10-მდე გაიზრდება, 2021 წლის საუკეთესო კლუბი  ბათუმისდინამოა”.

 აჭარლებმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა, ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს. დღეს კი აწ უკვე ჩემპიონის სტატუსით წყალტუბოში, ადგილობრივ სამგურალსდაუპირისპირდებიან.

ბათუმისდინამოსსაქართველოს ჩემპიონის ფარი ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, გორისდილასთანმატჩის შემდეგ გადაეცემა.

Share