ესპანელები გვიფრთხიან : “საქართველო რთული მეტოქეა, თუმცა მიზანი გამარჯვებაა”

სერხიო სკარიოლო : საქართველოს კარგი დაცვით უნდა ვაჯობოთ
ნოემბერი 29, 2021 02:19
ესპანეთი 🆚 საქართველო – ურთიერთშეხვედრის ისტორია
ნოემბერი 29, 2021 03:51

დღეს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, გასვლით მატჩში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ტურნირის პირველი მატჩი ქართველმა კალათბურთელებმა თბილისში გამართეს – საქართველოს ნაკრებმა უკრაინა 88:83 დაამარცხა.

ესპანეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრების შესახებ ესპანეთის ნაკრების წევრებმა ისაუბრეს:

ჟოელ პარა : ,,ემოციები საკმაოდ კარგია, სკოპიეში გამარჯვება ძალიან კომფორტული იყო, ჩვენ მატჩის სტარტიდანვე ვდომინირებდით და დასახული გეგმა შევასრულეთ. ბედნიერები ვართ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი მატჩი გველის  საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც რთული მეტოქეა. მათ მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. შენგელია, შერმადინი, მაკფადენი და ბურჯანაძე გამორჩეულები არიან, მაგრამ თუ ჩვენს გეგმას მივყვებით, საყურებლადაც მშვენიერი მატჩი გამოვა და სათამაშოდაც”

ხაიმე პრადილა : ,,ორშაბათს ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რომლის მიმართაც სერიოზულად უნდა განვეწყოთ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ძალიან კარგი კალათბურთელები არიან”

საქართველოს და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩი დღეს 23:30 წუთზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგეძლებათ.

Share