▶️ VIDEO მიქაუტაძის 2 პენალტი და საგოლე გადაცემა საკმარისი არ აღმოჩნდა

▶️ VIDEO ტექნიკურად შესრულებული დარტყმა – მიქაუტაძემ პენალტების სერიაშიც გაიტანა
დეკემბერი 1, 2021 02:37
▶️ VIDEO მაკარიძემ პენალტი მოიგერია და ალმერია მომდევნო ეტაპზე გაიყვანა
დეკემბერი 1, 2021 12:10

ბელგიის თასის 1/8 ფინალში, გიორგი მიქაუტაძის “სერენი” საშინაო მოედანზე “ანდელეხტს” დაუპირისპირდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში 3-4 დამარცხდა.

მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და 2-0 იგებდნენ , აღსაღნიშნავია, რომ მეორე პენალტი ზუსტად ქართველმა ფორვარდმა შეასრულა. თუმცა შემდეგ მოდუნდნენ და სტუმრები 50-ე წუთისთვის უკვე 2-3 იგებდნენ. ხუთიოდე წუთში მიქაუტაძემ ამჯერად თანაგუნდელს გაატანინა და ძირითადი დროც ფრედ 3-3 დასრულდა.

მსაჯის მიერ  დამატებულ დროში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ფეხბურთის ლატარიაში უფრო გამოცდილ გუნდს გაუმართლა.

რაც შეეხება ქართველს, მან თერთმეტმეტრიანების სერიაშიც შეძლო თავის გამოჩენა, როდესაც ძალიან ლამაზი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა,  თუმცა გუნდს გამარჯვება მაინც ვერ მოაპოვებინა.

Share