გიორგი ჩაკვეტაძე ისევ გენტის განაცხადს მიღმაა

VIDEO ისტორიული კადრები – დინამომ საქართველოს ჩემპიონის ფარი ჩაიბარა
დეკემბერი 3, 2021 21:32
კარგი ჟესტი – გია გეგუჩაძემ თავისი მედალი ფან-კლუბს გადასცა
დეკემბერი 4, 2021 00:56

ხვალ, 4 დეკემბერს, ბელგიის იუპილერლიგის მორიგი ტურის მატჩს გამართავს გიორგი ჩაკვეტაძის გენტი.

გენტი სტუმრად ლუვენს ესტუმრება. ბელგიურმა კლუბმა გიმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც გუნდს გასვლაზე გაყვებიან და ხვალ ლუვენის წინააღმდეგ ითამაშებენ.

გენტის განაცხადს მიღმაა ისევ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველიო გიორგი ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნახევარმცველი წლის ბოლო სანაკრებო პაუზამდე, გენტის თავკაცის ჰეინ ვანჰაზებრუკის ნდობით სარგებლობდა. ამის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ქართველი გაურკვეველი მიზეზებით,  ზოგჯერ სათადარიგო სკამზე ან საერთოდ განაცხადს მიღმა რჩება.

რამდენიმე დღის წინ ბელგიურმა მედიამ ვანჰაზებრუკის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც მან ჩაკვეტაძეს მონდომება დაუწუნა: “ერთ რჩევას მივცემდი: თუ  სურს თავისი ნიჭით დიდ შედეგებს მიაღწიოს,  მას ერთ დღეს აუცილებლად  მოუწევს  გარდაქმნა” – თქვა მაშინ გენტის მთავარმა მწვრთნელმა.

ამავე დროს, ბელგიური მედია აქტიურად წერს, რომ ზამთარში ჩაკვეტაძე შესაძლოა ახალ კლუბში ვიხილოთ.

Share