VIDEO ლევან ჩოხელმა ბელატორში პირველი ბრძოლა მოიგო

▶️ VIDEO მამუკელაშვილის 8 ქულა და 10 მოხსნა ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ
დეკემბერი 4, 2021 01:56
ნიკა კაჭარავას ტრანსფერზე ინფორმაცია არ დასტურდება
დეკემბერი 4, 2021 14:00

ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა ბელატორში დღეს მორიგი ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება იზეიმა.

ჩოხელისთვის ბელატორში ეს მეორე ბრძოლა იყო. მანამდე, პირველში ის კაილ კრაჩმერთან დამარცხდა, ამჯერად კი შეძლო და ბრაზილიელი ვინისიუს დე ჟესუსი დაამარცხა.

დე ჟესუსი ამ ბრძოლამდე 9 მოგებითა და 4 მარცხით მივიდა. შესაბამისად, ქართველთან განცდილი მარცხი მისთვის კარიერაში მეხუთეა. რაც შეეხება ლევანს, ეს მის კარიერაში მეათე გამარჯვებაა.

ამგვარად, ჩოხელის აქტივში 1 მარცხი და 1 გამარჯვებაა. ის კიდევ ორ ბრძოლას გამართავს და დადებითი ბალანსის შემტხვევაში, კონტრაქტი გაუხანგრძლივდება.

Share