განსაკუთრებული სილა – როცა სიმართლე მწარეა

“დინამოს” ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზრდება, ლაპარაკია 3,5 მილიონზე – არჩილ ბერიძე
დეკემბერი 4, 2021 20:21
🔴 LIVE “ბრიუგე” 🆚 “სერენი” – მიქაუტაძე სასტარტოშია
დეკემბერი 4, 2021 23:16

საქართველოს სარაგბო ნაკრები, იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელსაც ქართველი ქომაგი განსაკუთრებულად ჰყვარობს და ამის საფუძველი საკმარისადაც გვაქვს. რაგბი სპეციფიური სპორტია და ქომაგიც ზუსტად ასეთი ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ  ნაკრები ძლიერ გუნდს,  ეთამაშება და ვმარცხდებით, ქართულ სარაგბო ოჯახში (როგორც თავად უწოდებენ) განმარტებებიც არ აყოვნებს და რკინასავით არგუმენტი “რაგბი ისეთი სპორტია, ამ სახეობაში სენსაციები არ ხდებაო” მაშინვე მოშველიებული გვაქვს. მთავარია ბრძოლაში ბედნიერები ვიყოთ და იმითაც კმაყოფილი ვართ, რომ ჩვენმა მორაგბეებმა ბევრი ბოჭვა გააკეთეს. ბიჭებზე პრეტენზიას არ გამოვთქვამთ, ყველას პატივს ვცემთ და დიდ სიყვარულსაც გამოვხატავთ მათი მისამართით, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის მოედანზე საბრძოლველად გადის. თუმცა, მაშინ, როცა მთელი სარაგბო ოჯახი საუბრობს წინ მივდივართ, ვვითარდებით და 6 ერის კარს ვუკაკუნებთ და ისინი არ გვიღებენო, სწორედ ამაზე გვაქვს პრეტენზია.

მსოფლიოში მე-12 ადგილზე როცა ვართ და და მე-11 ადგილოსან გუნდთან(ფიჯი) რომელსაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია და მეორე ტაიმში ბურთს არ გაძლევს, თუ ეს არის განვითარება, მაშინ ცოტა სხვაგვარად გვესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა?

მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატის მეშვიდე ადგილოსანმა გუნდმა, რომ მოგვიგო საკუთარ მოედანზე, ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეებით დაკომპლექტებულ გუნდს, გუნდმა რომელიც ტურნირის აუტსაიდერად ითვლება ეს ხომ იყო სენსაცია? ჩვენს წინააღმდეგ თუ ხდება სენსაციები და ეს სპორტის ნაწილია, რატომ იგვიანებს სენსაციები ჩვენ სასარგებლოდ, მარტო ბრძოლაში ბედნიერები რომ არ ვიყოთ ჩვენი ბურჯებითა და კვაჭებით.

პენზას “ლოკომოტივთან” თამაშამდე ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობდა მეტოქისგან განსაკუთრებულს არაფერს ველითო და კი მივიღეთ  განსაკუთრებული სილა სახეში. პენზელებმა დღეს “შავი ლომის” მორაგბეები 4-ჯერ დააჯარიმეს შერკინებაში, რაქებში არა-ერთი თერნოვერი გაგვიკეთეს და რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, ისეთი მოლი აგვიგორეს და “შეგვახრიგინეს” ჩვენი ჩათვლის მოედანში, რომ ამას ახსნაც არ აქვს. გასაგებია, რომ პენზელთა რიგებში რამდენიმე ქართველი მორაგბე თამაშობს და დიდწილად სწორედ მათ გააკეთეს ეს თამაშიც, მაგრამ სწორედ ესაა უბედურება, დიდი 10-ის მეტ-ნაკლებად გამორჩეული მოთამაშეები რუსეთის ჩემპიონატში რომ გარბიან სათამაშოდ და ჩვენი ჩემპიონატი ისევ იმ “წუმპეში” რომ არის სადაც აქამდე იყო.

სამწუხაროდ, ჩვენ თამაშში არ შეიმჩნეოდა არანაირი მონახაზი და ის არგუმენტი, რომ მეტოქის რიგებში 5 ქართველი მორაგბე თამაშობდა, ესეც არ გამოდგება თავის მართლებად. 5-მა ქართველმა თუ მოუგო 22 ქართველს, მაშინ  მაქსიმუმი უნდა გაგვეღო ამ ბიჭების შესანარჩუნებლად. მეორე ტაიმში კი “ლოკომოტივმა” სწორედ იმით მოიგო, რომ ჩვენი თამაში კარგად ჰქონდათ შესწავლილი და სწორედ იმ რგოლებში გვაჯობეს (შერკინება, მოლი) რაც პენზელებთან წინა მოგებულ თამაშში ჩვენი უპირატესობა იყო. სწორი ტაქტიკური ანალიზით ყველასთან შეიძლება თამაში. სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი განსაკუთრებულს უნდა დალოდებოდა. საინტერესო ისიცაა, რომ კლუბი რომლის მოთამაშეც ფრენჩაიზში მოხვდება რაგბის კავშირისგან საკმაოდ სოლიდურ თანხას იღებს. საქართველოს ჩემპიონატის გუნდ, “ლელოდან” კი ფრენჩაიზში ყველაზე მეტი 8 მორაგბე მოხვდა, როცა გასულ სეზონში ლელო ზედა ექვსეულში საპლეი-ოფო ზონაში ვერ მოხვდა და გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდა. ეს კითხვებს ბადებს, რადგან ფრენჩაიზს ლევან მაისაშვილი მართავს, რომელიც “ლელოს” აღზრდილი და წლების განმავლობაში ამ კლუბის მწვრთნელი იყო. აქვე, წაგებისგან ტრაგედიის შექმნა რომ არ დაგვაბრალონ, ანგარიშზე მეტად სხვა რამ იყო საყურადღებო. ცხადია, გუნდმა, შესაძლოა ყველა თამაში მაღალ დონეზე ვერ ჩაატაროს და ვერ მოიგოს, თუმცა, მნიშვნელოვანია როგორ წააგებ შეხვედრას, რა გადაწყვეტილებების ფონზე და როგორ ახერხებ თამაშის წარმართვას. დღეს კი წააგო მთლიანად გუნდმა, მოთამაშეებმაც, თავიანთი არასწორი გადაწყვეტილებებით და სამწვრთნელო შტაბმაც.

ასეა თუ ისე, “შავმა ლომმა” პენზას “ლოკომოტივთან” 16:19 წააგო და განვითარებისვის შექმნილმა ფრენჩაიზმა, ბევრ რამეზე დაგვაფიქრა.

Share