კატასტროფული თამაში მარცხი რუსეთის სოფლის გუნდთან

▶️ VIDEO ოთარ მამაგეიშვილის საოცარი სილამაზის გოლი სამტრედიას კარში
დეკემბერი 4, 2021 15:50
“ბათუმსა” და Qomagebi.ge-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დეკემბერი 4, 2021 19:13

“რაგბი ევროპის სუპერთასის” მეხუთე ტურის შეხვედრაში ავჭალის სარაგბო სტადიონზე პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” რუსეთის ვიცე-ჩემპიონ პენზას “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და პირველი მარცხი იგემა-16:19.

სანაკრებო მატჩების შემდეგ, ქართული გუნდის სამწვრთნელო შტაბმა წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცეს. დღევანდელ შეხვედრაში: “ბორჯღალოსნების” და “შავი ლომის” კაპიტანი მერაბ შარიქაძე, აკაკი ტაბუცაძე, შალვა მამუკაშვილი და გიორგი ბეგაძე არ იღებდნენ მონაწილეობას. პენზელებისთვის კი, ეს მატჩი ბოლო შანსი იყო, რადგან დღეს მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ იმისთვის, რომ პლეიოფისთვის ბრძოლა გაეგრძელებინათ. მატჩი “შავი ლომის” უპირატესობით დაიწყო და ქართულ გუნდს საწყის წუთებშივე შეეძლო ლელოს დადება, მაგრამ “ლოკომოტივის” მორაგბეებმა შეტევა წესების დარღვევით, თამაშგარის წესის დარღვევით, შეაჩერეს და შეხვედრის რუმინელმა მთავარმა არბიტრმა ჯარიმა დანიშნა. საჯარიმო დარტყმა საქართველოს ნაკრებისა და “შავი ლომის” მგეზავმა, რომელიც ქუთაისის სარაგბო სკოლის გაზრდილია, საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ლევან მაისაშვილის შეგირდები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა ამ უპირატესობის ქულებში გარდასახვა ვერ მოახერხეს. პენზელთა კარგი შეტევის შემდეგ, “ლოკომოტივმა” ჯარიმის კარში დარტყმის უფლება მოიპოვა და სერგეი იანუშკინმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. გატანილი ჯარიმის შემდეგ, გიორგი ბაბუნაშვილმა საბრძოლო საწყისი ბურთი დაკიდა, რომელიც მირიან მოდებაძემ აიღო და კარგი შეტევაც წამოვიწყეთ, მაგრამ იოსებ გუშარაშვილი კონტაქტზე უხეშადხ წესების დარღვევით, მივიდა და მსაჯმა იგი 10 წუთით სინბინში გაუშვა. მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა, “შავმა ლომმა” ლელოს დადება მოახერხა. რამდენიმეფაზიანი მძლავრი მიძალების შემდეგ, ფრთაზე უპირატესობა შევქმენით. ბაბუნაშვილმა ორი კაცის გამოტოვებით გრძელი პასი გაუკეთა სანდრო თოდუას, რომელსაც პენზელთა ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება აღარ გასჭირვებია. ბაბუნაშვილმა ვერ გარდასახა. ამის შემდეგ, “შავი ლომის” თამაშში პრობლემები დაიწყო. რუსებმა შერკინებაში ორჯერ დაგვაჯარიმეს, რაქებში რუსებმა ორი თერნოვერი გაგვიკეთეს, რაც არ გვაპატიეს. იანუშკინმა ჯერ ჯარიმა გაიტანა. შემდეგ ხუთმეტრიან ზონაში მოგებული დერეფნის შემდეგ, “ლოკომოტივმა” კარგი მოლი ჩამოაყალიბა და ტარიელ დონაძემ ლელო დადო. მეორე ნახევარიც პირველის მსგავსად დაიწყო. ლაშაა ჯაიანი კარგად მოწყდა მოლს და თენგიზ პერანიძეს ბრწყინვალე ოფლოუდი ამოუგდო და პერანიძემაც დაამიწა მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი. პენზელებმა მალევე გვიპასუხეს.ამჯერად, თავი სერგეი კარზანოვმა გამოიჩინა. -16:16

აღსანიშნავია, რომ მეორე  ტაიმში რუსებმა ყველა სათამაშო კომპონენტში გვაჯობეს. გვაჯარიმებდნენ შერკინებაში, გვჯობდნენ ჯანში და ტაქტიკურად რუსები უფრო მზად იყვნენ ამ თამაშისთვის ვიდრე, “შავი ლომი.  რუსებმა მატჩის მიწურულს რევაზ ბროძელის ჯარიმით მოიგეს თამაში.

ლევან მაისაშვილის გუნდმა დღეს ისეთი შეცდომები დაუშვა, როგორსაც ლოკომოტივი კი არა,  დიდი 10-ის ბოლო ადგილოსან გუნდს, რომ ეთამაშებოდე ისიც არ გაპატიებს.

საბოლოოდ, 16:19 და  “შავი ლომი” საკუთარ მოედანზე  გათამაშების აუტსაიდერთან დამარცხდა.

Share