“დინამოს” ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზრდება, ლაპარაკია 3,5 მილიონზე – არჩილ ბერიძე

“ბათუმსა” და Qomagebi.ge-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დეკემბერი 4, 2021 19:13
განსაკუთრებული სილა – როცა სიმართლე მწარეა
დეკემბერი 4, 2021 22:47

ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ დღეს, საქართველოს “პირველი არხის”სპორტულ გადაცემა “ტაიმ-აუტის” ეთერში განაცხადა, რომ კლუბის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზრდება.

ბათუმის “დინამო” ეროვნულ ლიგაში 2018 წლის სეზონიდან დაბრუნდა, 2019 და 2020 წელს კლუბმა საქართველოს ვიცე ჩემპიონის წოდება მიიღო, 2021 წლის სეზონში კი ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონი გახდა.

გთავაზობთ არჩილ ბერიძის კომენტარს “პირველი არხის” გადაცემა “ტაიმ-აუტში”

„სტაბილური გუნდის ჩამოსაყალიბებლად და ევროტურნირების ჯგუფში სტაბილურად მოსახვედრად დაახლოებით 15-დან 20 მილიონ დოლარამდეა საჭირო. ჯერ ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მიზანია, რომ აქამდე მივიდეთ და ყოველწლიურად გუნდის ბიუჯეტი გაიზარდოს.

2018 წელს, როდესაც გენერალურ სპონსორობაზე ერთ-ერთ ჯგუფს დაველაპარაკეთ, გვითხრეს, 10 ათას ლარად წამოვალთო. ამაზე უარი ვუთხარით. დღეს ბათუმის „დინამო“ ერთ-ერთ კომპანიას გენერალურ სპონსორობაზე 3,5 მილიონ ლარზე ელაპარაკება. სწორედ ეს არის წინსვლა და განვითარება“.

Share