კარგი ჟესტი – გია გეგუჩაძემ თავისი მედალი ფან-კლუბს გადასცა

გიორგი ჩაკვეტაძე ისევ გენტის განაცხადს მიღმაა
დეკემბერი 3, 2021 22:34
▶️ VIDEO მამუკელაშვილის 8 ქულა და 10 მოხსნა ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ
დეკემბერი 4, 2021 01:56

28 ნოემბერს. ეროვნული ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ბათუმის დინამომ ქვეყნის ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა.

ბათუმელებისათვის ეს არის ნანატრი ტიტული. უდიდესი ისტორიის მქონე გუნდმა პირველად მოახერხა საქართველოს ჩემპიონის ტიტულის დაუფლება. აქამდე ბათუმელების მთავარ მიღწევად 1997/98 წლებში საქართველოს თასის მოგება და იმავე წლის სუპერთასის პრიზიორობა ითვლებოდა.

დინამომ კუთვნილი მედლები დღეს, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში დილასთან მატჩის შემდეგ მიიღო.

ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ თავისი მედალი დინამოს ფანკლუბს, “პირატებს” გადასცა. ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში სწორედ “პირატებმა” გამოაქვეყნეს.

“მინდა, ყველას მოგილოცოთ ჩემპიონობა. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, მეორე ლიგიდან დაწყებული, ორჯერ ვიცე ჩემპიონები გავხდით, წელს კი ჩემპიონობა ვიზეიმეთ. ფანკლუბის გარეშე ჩატარებული შეხვედრა არ მახსენდება. მინდა, ჩემი პირადი მედალი პირატებს გადავცე, ალბათ ექნებათ პატარა მუზეუმი და იქ დაიდებს ბინას. ჩემპიონობა თქვენი დამსახურებაა, ყველაფერს აკეთებდით ტრიბუნაზე და ფეხბურთელები მინდორზე, ჩვენ ეს ერთად შევძელით “, – თქვა გია გეგუჩაძე.

Share