ნიკა კაჭარავას ტრანსფერზე ინფორმაცია არ დასტურდება

VIDEO ლევან ჩოხელმა ბელატორში პირველი ბრძოლა მოიგო
დეკემბერი 4, 2021 11:45
▶️ VIDEO გიორგი არაბიძის გოლი საბურთალოს კარში
დეკემბერი 4, 2021 14:41

კვიპროსული გამოცემა Anorthosis24.net  რადიო SPORT FM-ზე დაყრდნობით, ფამაგუსტას “ანორთოსისის” პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, დიმიტრი ქრისტოფორუს გაკეთებულ კომენტარს ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის “დინამო” ნიკა კაჭარავას ტრანსფერითაა დაინტერესებული.

“კაჭარავას მიმართ თბილისის დინამოს ინტერესზე ინფორმაციას არ ვფლობთ. გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, თუმცა ტრანსფერებზე საჯაროდ ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ორიენტირებული ვართ შემდეგ მატჩებზე, რომელიც გველოდება უახლოეს მომავალში. “, – ციტირებს დიმიტრი ქრიტოფორუს სიტყვებს კვიპროსული მედია

დღეს, ფამაგუსტელები მე-12 ტურის  მატჩში “პაეკს” უმასპინძლებენ.

Share