“ბათუმსა” და Qomagebi.ge-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კატასტროფული თამაში მარცხი რუსეთის სოფლის გუნდთან
დეკემბერი 4, 2021 17:56
“დინამოს” ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზრდება, ლაპარაკია 3,5 მილიონზე – არჩილ ბერიძე
დეკემბერი 4, 2021 20:21

საკალათბურთო კლუბ “ბათუმსა” და Qomagebi.ge-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, Qomagebi.ge “ბათუმის” მედია მხარდამჭერი იქნება და კლუბის ყოველი აქტივობის მაქსიმალურად გაშუქებას შეეცდება.

აღსანიშნავია, რომ საკალათბურთო კლუბ “ბათუმისთვის” Qomagebi.ge ისტორიაში პირველი მედია მხარდამჭერია.

“ბათუმი” 1998 წელს დაარსდა. ზედიზედ ოთხჯერ კლუბი რეგულარული სეზონის გამარჯვებული გახდა (1999, 2000, 2001, 2002), 2003 წელს მოიგო საქართველოს თასი.

წარმატებული სტარტის შემდეგ გუნდში რეორგანიზაცია მოხდა და კლუბმა სახელიც შეიცვალა – “ბათუმი რსუ”. რეორგანიზაციის შემდგომ, “ბათუმი” 2019 წლის სეზონში დაბრუნდა და სეზონი უმაღლესი ქულებით პირველ ადგილზე დაასრულა.

ვიმედოვნებთ, რომ არსებული თანამშრომლობა ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება.

Share