▶️ VIDEO აბუაშვილის დუბლი და დიდი ანგარიშით გამარჯვება ოლივერენსესთან

🔴 LIVE “ბრიუგე” 🆚 “სერენი” – მიქაუტაძე სასტარტოშია
დეკემბერი 4, 2021 23:16
რაგბი ევროპაზე შესაძლოა გუნდების რაოდენობა გაიზარდოს
დეკემბერი 5, 2021 12:15

გუშინ, პორტუგალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ჩრდილოეთ ზონის მე-16 ტურის შეხვედრაში, გიორგი აბუაშვილის “პორტოს” და “ოლივერენსეს” დაპირისპირება მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით 8:0 დასრულდა.

18 წლის ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლიბაში გახლდათ და 48-ე წუთზე გატანილ სადებიუტო გოლს, 66-ე წუთზე მეორე გოლიც მოაყოლა და დუბლით გამოირჩა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი წინა კვირას პორტოს B გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა, თუმცა თამაშის შანსი არ მისცემია.

შეგახსენებთ, რომ აბუაშვილი მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პორტუგალიურმა გრანდმა, 240 000 ევროს სანაცვლოდ თბილისის “დინამოდან” შეიძინა.

 

Share