“თბილისში ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ”

▶️ VIDEO მამუკელაშვილის კარგი მატჩი მაიამისთან
დეკემბერი 5, 2021 12:40
დიდი დერბების ისტორია 🇦🇹 რაპიდი 🟢 – 🟣აუსტრია (ვენური დერბი)
დეკემბერი 5, 2021 14:03

გუშინ, ავჭალის სარაგბო სტადიონზე “რაგბი ევროპის სუპერთასის” მეხუთე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” პენზას “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა და 16:19 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პენზელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ იანუშკინმა მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა თბილისში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

“ვიცოდით, რომ ურთულესი თამაში გვექნებოდა. თბილისში, მითუმეტეს გულშემატკივრის თანდასწრებით, თამაში ყოველთვის რთულია. ვეცადეთ მეტოქის შეცდომებით კარგად გვესარგებლა და თბილისში ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ.”-ალექსანდრ იანუშკინი

Share