ანდრონიკაშვილი პროგრესირებს – დაბრუნება და კარგი მატჩი NCAA-ში

“პირველი ტაიმის შემდეგ უნდა შემეცვალა” – სლუცკი გაბრაზებულ კვარაცხელიაზე
დეკემბერი 5, 2021 20:27
„გოლის გატანა კარგია, მაგრამ გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია“- ზურიკო დავითაშვილი
დეკემბერი 5, 2021 22:10

20 წლის ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი ამერიკის საკალათბურთო კოლეჯების ლიგაში – NCAA – ში ტრავმის შემდეგ დაბრუნდა.

ქართველი კალათბურთელის “კრეიტონ ბუჯეისმა” საკუთარ დარბაზში “აიოვა სტეიტს” უმასპინძლა, სადაც 58:64 დამარცხდა. ანდრონიკაშვილის დაბრუნების გარდა მატჩი იმითაც გამოირჩეოდა, რომ შეხვედრას 18 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო.

რატი ანდრონიკაშვილმა პარკეტზე 18 წუთი გაატარა, ამ დროის განმავლობაში კი 6 ქულის და 4 ჩაჭრის დაგროვება შეძლო.

ანდრონიკაშვილისთვის გასული მატჩი ამ შედეგებით NCAA -ში გადასვლის შემდეგ საუკეთესო იყო.

ანდრონიკაშვილის გუნდი შემდეგ შეხვედრას 11 დეკემბერს გამართავს, კრეიტონელები აღნიშნულ მატჩში ბრიგჰემ იანგის უნივერსიტეტის გუნდს შეხვდებიან.

Share