“ბათუმის” იოლი გამარჯვება “მეგასთან”

🔴 LIVE “ნიჟნი ნოვგოროდი” 🆚 “რუბინი” – კვარაცხელია სასტარტოშია!
დეკემბერი 5, 2021 17:05
დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
დეკემბერი 5, 2021 18:10

სანაკრებო ფანჯრის შემდეგ სუპერლიგის გათამაშება განახლდა.

ბუბა ბერიშვილისა და ლაშა ოჩხიკიძის გაწვრთნილმა “ბათუმმა” დამაჯერებელი სხვაობით – 90:71 (სტატისტიკა) დაამარცხა სუპერლიგის დებიუტანტი “მეგა” და სატურნირო პოზიცია გაიუმჯობესა.

მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი იყო. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდურად დაწინაურებას. დიდ შესვენებაზე ბათუმელები 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ და მთავარი გარდატეხა მე-3 პერიოდში მოახდინეს. აღნიშნული ათწუთეული ზღვისპირელებმა 28:14 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 16 ქულით დაწინარუდნენ, რაც გამარჯვებას ნიშნავდა. “მეგა” არ ჰგავდა გუნდს, რომელიც ასეთ სოლიდურ უპირატესობას ბოლო პერიოდში გააბათილებდა.

საბოოოდ ბათუმელებმა 19 ქულით გაიმარჯვეს და სატურნირო ვითარება გამოისწორეს. ამჯერად აჭარულ გუნდს 2 მოგება და 4 მარცხი აქვს. დღევანდელ გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ბათუმელთა ახალწვეულმა დენის მევინმა, რომელმაც 23 წუთში 15 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

15 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა ბექა ბექაურმა,   12 ქულით და 6 მოხსნით 3 პასთან ერთად საბა ლობჟანიძემ მიითვალა,ხოლო სოსო გოგნაძის ანგარიშზე 12 ქულა და 14 მოხსნა დაგროვდა.

ს.კ. ბათუმის მედია პარტნიორია QOMAGEBI.GE

Share