რაგბი ევროპაზე შესაძლოა გუნდების რაოდენობა გაიზარდოს

▶️ VIDEO აბუაშვილის დუბლი და დიდი ანგარიშით გამარჯვება ოლივერენსესთან
დეკემბერი 5, 2021 02:44
▶️ VIDEO მამუკელაშვილის კარგი მატჩი მაიამისთან
დეკემბერი 5, 2021 12:40

გუშინ, “რაგბი ევროპის” ყოველწლიური სხდომა გაიმართა, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებებიც ჯერ ოფიციალურად ცნობილი არ არის, მაგრამ უცხოურ სარაგბო მედიაში გავრცელებული ცნობებით, 2023 წლიდან შესაძლოა “რაგბი ევროპის ჩემპიონატში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, გუნდების რაოდენობა 8-მდე გაიზარდოს. წყაროს ცნობით, 2022 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან” არავინ გავარდება და მომავალი სეზონისთვის ტურნირს ქვედა დივიზიონის “რაგბი ევროპა ტროფეის” ორი მოწინავე დაემატება.

ტროფეის ტურნირს, სადაც: პოლონეთი, გერმანია, უკრაინა, ლიეტუვა, შვეიცარია და ბელგია თამაშობენ, ამ ეტაპისვის პოლონეთი ლიდერობს.

ასე რომ, თუ ეს პროექტი მართლაც გაოფიციალურდა, “ბორჯღალოსნებს” აღნიშნულ ტურნირზე 5-ის ნაცვლად 7 მატჩის გამართვა მოუწევთ.

წლებია 6 ერის გაზრდას და ელიტარულ სარაგბო სამყაროში ჩვენს დამატებას ვითხოვთ, მაგრამ რაგბის ელიტარულ ოჯახში ბილეთის ნაცვლად რა მივიღეთ კარგად ვხედავთ

Share