„გოლის გატანა კარგია, მაგრამ გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია“- ზურიკო დავითაშვილი

ანდრონიკაშვილი პროგრესირებს – დაბრუნება და კარგი მატჩი NCAA-ში
დეკემბერი 5, 2021 21:54
▶️ VIDEO/მომენტები – დავითაშვილი 🆚 ხიმკი
დეკემბერი 6, 2021 12:14

რუსეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ტულას „არსენალი“ სტუმრად „ხიმკის“ ეწვია და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩში ანგარის გახსნა მასპინძლებმა მოახერხეს, თუმცა შემდეგ „არსენალმა“ ზურიკო დავითაშვილის გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი მეორე გოლიც გაიტანა და სამი ქულაც მოიპოვა.

დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შეხვედრის შემდეგ მან კომენტარიც გააკეთა.

“უმნიშნველოვანესი მატჩი იყო. მიხარია, რადგან სამი ქულის მოპოვება შევძელით. კარგია, როდესაც გოლს იტან, მაგრამ ჩემთვის გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია.

რთულია, როდესაც წამყვანი ფეხბურთელები გაკლია. ვფიქრობ, კარგი მატჩი ჩავატარე.

ფლანგის შეცვლა მეორე ტაიმში? ბოჟოვიჩმა მთხოვა ამის გაკეთება და მეც დავემორჩილე მას, ჩემთვის მარცხნიდან თამაში პრობლემას არ წამოადგენს”, – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არსენალი შემდეგ შეხვედრას რუსეთის პრემიერლიგაში, 11 დეკემბერს, მოსკოვის „ცსკა“-ს წინააღმდეგ გამართავს.

Share