გამთენიისას, ოკეანის გადაღმა, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. მოქმედი ჩემპიონი “მილუოკი ბაქსი” “მაიამი ჰითის” დაუპირისპირდა და 124:102 დაამაცხა.
დღევანდელ შეხვედრაში ჩემპიონებს გუნდის ლიდერი და გასული სეზონის MVP იანის ანტენტოკუნმპო ვერ ეხმარებოდათ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს, მამუმ პარკეტზე 21 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 5 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
15 მოგებითა და 9 მარცხით “მილუოკი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას “ბაქსი” 7 დეკემბერს “კლივლენდის” წინააღმდეგ გამართავს.