“პირველი ტაიმის შემდეგ უნდა შემეცვალა” – სლუცკი გაბრაზებულ კვარაცხელიაზე

▶️ VIDEO სეზონში მე-10 გოლი – ვოლკოვმა გაბალას გაუტანა
დეკემბერი 5, 2021 19:21
ანდრონიკაშვილი პროგრესირებს – დაბრუნება და კარგი მატჩი NCAA-ში
დეკემბერი 5, 2021 21:54

რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას რუბინი დღეს ნიჟნი ნოვგოროდს დაუპირისპირდა.

რუბინმა 1:2 წააგო, ხვიჩა კვარაცხელია კი რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ 52-ე წუთზე შეცვალა.

ამან ხვიჩა ძალიან გააბრაზა – ქართველმა ფეხბურთელმა ხელთათმანები მოისროლა, მთავარი მწვრთნელი დააიგნორა და მაშინვე გასახდელისკენ გაეშურა.

მატჩის შემდეგ სლუცკის ხვიჩას ცვლილების შესახებ ჰკითხეს.

– ხვიჩა რატომ შეცვალეთ ძალიან ადრე? მისი ქცევით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან უკმაყოფილო დარჩა გადაწყვეტილებით.
– არ ვიცი, კმაყოფილია თუ არა ის, მაგრამ ისე თამაშობდა, პირველი ტაიმის შემდეგ უნდა შემეცვალა.

Share