დიდი დერბების ისტორია 🇦🇹 რაპიდი 🟢 – 🟣აუსტრია (ვენური დერბი)

“თბილისში ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ”
დეკემბერი 5, 2021 12:46
🔴 LIVE “ხიმკი” 🆚 ტულას “არსენალი” – დავითაშვილი ძირითადშია!
დეკემბერი 5, 2021 14:05

ავსტრიის დედაქალაქი ვენა, მხოლოდ ვალსით, ტკბილეულით თუ მუსიკით გამორჩეული ქალაქი როდია, სპორტის და კონკრეტულად ფეხურთის გულშემატკივრებისთვისაც არის იქ საინტერესო ამბები, დღეს უფრო ახლოდან გაგაცნობთ ავსტრიის მთავარ დერბის, ორი დედაქალაქური კლუბის ”რაპიდისა” და ”აუსტრიას”  მეტოქეობას, საინტერესო ფაქტებს, ისტორიას, კლუბის ულტრასებს და  სტატიატიკას ⤵️

⚽️ ვენურ დერბის განსაკუთრებულ ინტერესს ის ფაქტიც ანიჭებს რომ ორივე კლუბი, ქვეყნის ყველაზე წარმატებული კლუბია და ასევე ორივე მათგანი არასდროს გავარდნილა ავსტრიის მთავარი ლიგიდან, ყველაფერი კი სათავეს 1911 წლიდან იღებს, სწორედ ამანაც განაპირობა ის რომ ორივე კლუბს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰყავს გულშემატკივრები, პირველი მატჩი სწორედ 1911 წელს გამართეს კლუბებმა და ”რაპიდმა” თანაქალაქელი ”აუსტრია” 4:1 დაამარცხა, სულ კი გუნდები ერთმანეთს 329-ჯერ შეხვდნენ, რაც მესამე შედეგია მატჩების რაოდენობით ქალაქურ დერბებს შორის, პირველ ორ ადგილს კი შოტლანდიური დერბები, სელტიკი-რეინჯერსი და ჰართსი-ჰიბერნიანი იყოფენ.

📜 დაარსების ისტორია

ორივე კლუბი ვენის მე-13 ჰიტცინგის რაიონში დაარსდა, თუმცა დღესდღეობით იასამნისფერი ვენელები ქალაქის სამხრეთ ნაწილში, “ფრანც ჰორის” 🏟 სტადიონზე არიან გადაბარგებულები, რომელიც ვენის მე-10 ფავორიტენის რაიონში მდებარეობს, მწვანე ვენელები კი კვლავაც ქალაქის დასავლეთით პენზინგის რაიონში ”ალიანსს სთედიუმზე” 🏟 ბინადრობენ.

ქალაქის მასშტაბით ჩრდილოეთ და დასავლეთ ვენელები უმეტესად ”რაპიდის” ფანები არიან, ხოლო სამხრეთელები ”აუსტრიასი” თუმცა როგორც მთლიანად ქვეყნის ასევე ქალაქის ნებისმიერ ტერიტორიაზე ჰყავს ორივე კლუბს მხარდამჭერები. ”რაპიდი” მუშათა კლასის გუნდად ითვლება, ”აუსტრია” კი ბურჟუაზიულ გუნდად.

ავსტრიულ ფეხბურთში საწყისი წლებიდანვე დომინირებდენ ვენური კლუბები, თუმცა თავდაპირველად ”რაპიდის” მთავარი მეტოქე არა ”აუსტრია” არამედ ”ადმირა” იყო, რომელსაც დღესდღეობით მძიმე დროება უდგას და ”რაპიდის” კონკურენტად ვეღარ მოიაზრება.

სტატისტიკა ⚔

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კლუბები ერთმანეთს 329-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 117 ”აუსტრიამ” 🟣 მოიგო, 137 ”რაპიდმა” 🟢 75 კი ფრედ 🤝 დასრულდა. ”რაპიდს”  მეტოქე ორჯერ  ჰყავს 9 ბურთიანი სხვაობით განადგურებული, თუმცა ორივე შორეულ წარსულში, ”აუსტრიამ”კი მოსისხლე მტერი 3  წლის წინ 6:1 გაანადგურა. მწვანეები ჩემპიონები 32-ჯერ გახდნენ თასი კი 14-ჯერ მოიგეს, იასამნისფერების ანგარიშზე კი 24 ჩემპიონობა და 27 თასია

კლუბის ულტრასები 🔥

🟢 Tornados 1988 – სწორედ  ასე ჰქვიათ რაპიდის ულტრასების გაერთიანებას, რომელიც საშინაო არენაზე დასავლეთ სექტორს იკავებენ და გრაცის ”შტურმის” ულტრასებთან, Brigata Graz-თან ერთად ქვეყნის მთავარ დაჯგუფებად ითვლებიან, ”ტორნადოში” თავმოყრიალია ”რაპიდის”ულტრასების სხვადასხვა დაჯგუფებები: Green Lions, Lords Rapid, Spirits Rapid, Alte Garde, Grune Front, gloventu და  Vatos Locos.  დედაქალაქელებს ასევე  ჰყავთ დამეგობრებული ჯგუფები ბუდაპეშტის ”ფერენცვაროშის” ულტრასები Green Monsters  და ათენის ”პანათინაიკოსის” GATE 13.

🟣 Viola Fanatics – ეს კი ვენის ”აუსტრიას” ულტრას ჯგუფის სახელია, რომელშიც რამდენიმე დაჯგუფებაა თავმოყრილი:  Viola Sharks, Bulldogs,  Boys Viola და Inferno Wien.

 

 

 

 

 

 

 

Share