დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

“ბათუმის” იოლი გამარჯვება “მეგასთან”
დეკემბერი 5, 2021 18:01
▶️ VIDEO გაბრაზებული კვარაცხელია – ნასროლი ხელთათმანები და იგნორი სლუცკის
დეკემბერი 5, 2021 18:56

რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ტულის “არსენალი”, რომლის ღირსებასაც ქართველი ზურიკო დავითაშვილი იცავს, “ხიმკის” ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

ქართველი შემტევი “არსენალის” ძირითად შემადგენლობაში იყო და შესანიშნავი გოლიც გაიტანა. “ხიმკი” 36-ე წუთზე მირზოვის ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდა. მეორე ტაიმში ანგარიში 61-ე წუთზე გათანაბრდა. ზურიკო დავითაშვილმა ბურთი მიიღო, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ცხრიანში ჩაუსვა მეკარეს. “არსენალის” რიგებში გამარჯვების გოლი ზამბიელმა ევანს კანგვამ გაიტანა.

გარდა გოლისა, ზურიკო საკმაოდ აქტიური და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

მიმდინარე სეზონში დავითაშვილს “არსენალის” რიგებში 15 მატჩი აქვს ჩატარებული და ეს მისი მესამე გოლია.

17 ტურის შემდეგ, “არსენალს” 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.

 

იხილეთ, ზურიკო დავითაშვილის სტატისტიკა დღევანდელ მატჩში

შეფასება-7.0

გოლი-1

ართმევა-32

პასების სიზუსტე 7/8 88%

კარში დარტყმა-1

კარისკენ დარტყმა-1

იხილეთ  დავითაშვილის გოლი

Share