“მივმართავ მათ გაუფრთხილდნენ საკუთარ იმიჯს” – მურთაზ დაუშვილი

🔴 LIVE “დნიპრო-1” 🆚 “ჩერნომორეცი” – წიტაიშვილი და ვაჩიბერაძე სასტარტოდან იწყებენ!
დეკემბერი 6, 2021 21:10
“არის ინტერესი, მაგრამ გუნდის შეცვლაზე არ ვფიქრობ” – ინტერვიუ ვლადიმერ მამუჩაშვილთან
დეკემბერი 7, 2021 00:26

საქართველოს ნაკრების და კვიპროსული ლიმასოლის “აპოელის” ნახევარმცველმა მურთაზ დაუშვილმა, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ქართულმა სპორტულმა ვებ-გვერდმა, დაუშვილი თბილისის “დინამოს” დაუკავშირა. ამის შემდეგ კვიპროსულ მედიაში წერდნენ, რომ ეს ინფორმაცია რეალური არ გახლდათ.

მურთაზ დაუშვილი შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

“მოგესალმებით, მინდა პატარა განცხადება გავავრცელო. საქმე იმ ინფორმაციას ეხება, რომ თბილისის ”დინამო” ჩემით  არის დაინტერესებული ან პირიქით მე ვარ ამ გუნდით დაინტერესებული. ეს არის ცრუ ინფორმაცია. მე ვარ ”აპოელის” ფეხბურთელი, გუნდთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და  კონცენტრირებული ვარ ამ გუნდთან ერთად მომავალი თამაშების ჩასატარებლად.

ამიტომ მსურს მივმართო იმ ჟურნალისტებს, ვინც ეს ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, გაუფრთხილდენენ საკუთარ იმიჯს, გაუფრთხილდენ კლუბს. ეს ყველაფერი აზიანებს ფეხბურთელს და აზიანებს გუნდს, ჩემი თხოვნა იქნება მეტი პასუხისმგებლიბით მოეკიდოთ საკუთარ საქმეს. მსგავსი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, შეეცადეთ ეს ყველაფერი გადამოწმებული იყოს კლუბთან ან ფეხბურთელთან. “, – ამბობს მურთაზ დაუშვილი

 

Share