კახა ცხადაძეს დავით ვოლკოვის ხილვა დინამოში სურს

▶️ VIDEO/მომენტები – გაგნიძე 🆚 მოსკოვის “ლოკომოტივი”
დეკემბერი 6, 2021 14:32
გიორგი ქვილითაიას კორონავირუსი დაუდასტურდა
დეკემბერი 6, 2021 16:17

ნოემბერში საქართველოს ნაკრების რიგებში დებიუტი ჰქონდა აზერბაიჯანული „ზირას“ ფორვარდს და აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს დავით ვოლკოვს.

ვოლკოვი შვედეთთან მატჩში შეცვლაზე გამოვიდა და შეხვედრაში საკმაოდ კარგადაც ჩაერთო, რამაც გამოიწვია მისი უზბეკეთთან სასტარტო შემადგენლობაში დაყენება, სადაც ვოლკოვმა ნაკრების მაისურით თავისი სადებიუტო გოლიც გაიტანა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 26 წლის თავდამსხმელით საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თბილისის „დინამო“ დაინტერესდა. როგორც წერენ, დინამო მზადაა ვოლკოვი საქართველოში დააბრუნოს და „ზირასგან“ გამოისყიდოს.

აზერბაიჯანული გამოცემა „azerisport“ წერს, რომ ვოლკოვის შეძენა პირადად დინამოელთა მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს სურს.

„ზირას“ ფორვარდი „დინამოს“ მაისურით 2014-2016 წლებში გამოდიოდა. დედაქალაქელთა მაისურით ვოლკოვმა 7 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა, მისი „დინამოში“ გატარებული დროის უმეტესობა ვოლკოვმა სხვადასხვა არენდებში გაატარა.

დავით ვოლკოვს მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატის 13 ტურში 10 გოლი აქვს გატანილი. ის ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნული ლიდერია.

ვოლკოვის ზირა შემდეგ შეხვედრას 16 დეკემბერს გასვლაზე ყარაბაღის წინააღმდეგ ჩაატარებს.

Share