ევრობასკეტი თბილისში გაიხსნება-საქართველოს ნაკრების კალენდარი

▶️ VIDEO ქოჩორაშვილის წითელი ბარათი ”ლევანტეში”
დეკემბერი 6, 2021 16:54
შოთა გრიგალაშვილმა ყიზილჟარი დატოვა
დეკემბერი 6, 2021 21:08

დღეს, FIBA-მ 2022 წლის ევრობასკეტის ოფიციალური კალენდარი დაამტკიცა. კალენდრის თანახმად ცნობილი გახდა, რომ მომავალი ევრობასკეტი თბილისში გაიხსნება.

1-ელ სექტემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე თბილისში ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და ბულგარეთი შეხვდებიან.

1-ელ სექტემბერს ტურნირში A და B ჯგუფის გუნდები ჩაერთვებიან. C და D ჯგუფის გუნდები კი, 2 სექტემბერს აიღებენ სტარტს. საქართველოს ნაკრების ყველა შეხვედრა ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე, თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.

ილიას ზუროსის გუნდი 1 სექტემბერს ბელგიას ეთამაშება. 3 სექტემბერს ჩვენი გუნდის მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი იქნება, 4 სექტემბერს თურქეთს ვეთამაშებით, 6-ში ბულგარელებს შევხვდებით, 7 სექტემბერს კი ჯგუფურ ეტაპს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩით დავასრულებთ.

ჯგუფიდან პლეი-ოფში 4 საუკეთესო გუნდი გადის. პლეი-ოფის მატჩები ბერლინში გაიმართება. ევრობასკეტზე გუნდები ჯგუფებში ასე არიან გადანაწილებული.

A ჯგუფი: საქართველო, რუსეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, ბელგია, თურქეთი.

B ჯგუფი: გერმანია, უნგრეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი.

C ჯგუფი: საბერძნეთი, ესტონეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ხორვატია.

D ჯგუფი: ნიდერლანდები, ფინეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ისრაელი, სერბეთი.

Share