შოთა გრიგალაშვილმა ყიზილჟარი დატოვა

ევრობასკეტი თბილისში გაიხსნება-საქართველოს ნაკრების კალენდარი
დეკემბერი 6, 2021 17:22
🔴 LIVE “დნიპრო-1” 🆚 “ჩერნომორეცი” – წიტაიშვილი და ვაჩიბერაძე სასტარტოდან იწყებენ!
დეკემბერი 6, 2021 21:10

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი შოთა გრიგალაშვილი თავისუფალი აგენტი გახდა, 35 წლის ფეხბურთელმა ყაზახური „ყიზილჟარი“ დატოვა.

გრიგალაშვილი ყაზახურ კლუბში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გამოდიოდა, მან გუნდის კაპიტნობაც მოასწრო, ქართველმა ფეხბურთელმა 85 მატჩში 18 გოლის გატანა მოახერხა.

შოთა გრიგალაშვილი თბილისის „დინამოს“ აღზრდილი ფეხბურთელია, ის სხვადასხვა წლებში გამოდიოდა „ანორთოსის“ „ზესტაფონის“ „დილას“ და სხვა კლუბების რიგებში.

გრიგალაშვილს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი დებიუტი 2006 წელს, დინამო არენაზე, ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, როდესაც ქართველმა ფეხბურთელებმა 2:0 იმარჯვეს, ხოლო ბოლოს გრიგალაშვილმა ნაკრების მაისური 2013 წელს, გასვლაზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მოირგო, როდესაც საქართველოს ნაკრები ანგარიშით 2:0 დამარცხდა.

Share