ეროვნული ლიგა: წლის სიმბოლური გუნდი QOMAGEBI.GE-ს ვერსიით

▶️ VIDEO/მომენტები – დავითაშვილი 🆚 ხიმკი
დეკემბერი 6, 2021 12:14
▶️ VIDEO/მომენტები – გაგნიძე 🆚 მოსკოვის “ლოკომოტივი”
დეკემბერი 6, 2021 14:32

2021 წლის წლის საფეხბურთო სეზონი ბათუმის “დინამოს” ჩემპიონობით დასრულდა. აჭარლებმა ეროვნული ჩემპიონატის მოგება ისტორიაში პირველად მოახერხეს.

გია გეგუჩაძეს ყველაზე დაბალანსებული და სტაბილურად მოასპარეზე გუნდი ჰყავდა. წინა ორ სეზონში რის დანაკლისსაც განიცდიდა, წლევანდელ გათამაშებაში გრძელი სათადარიგო სკამით, მოსაგები მატჩების მოგებით ხარჯზე ის დანაკლისი აღიდგინა და ჩემპიონობა დამაჯერებლად იზეიმა.

თბილისის “დინამო” ზედიზედ ორი ჩემპიონობის შემდეგ გარდამავალ პერიოდს გადის. გუნდში მორიგი რეორგანიზაცია მოხდა და ახალ სეზონში კვლავაც დიდი მოლოდინებით შეხვდება.

ზედიზედ მეორე სეზონში უეფას კონფერენსლიგაზე ასპარეზობა დაიბევა გორის “დილამ”.  უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გუნდი, მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან სანახაობრივი და შემტევი თამაში აჩვენებდა.

გთავაზობთ ეროვნული ლიგის 2021 წლის  სეზონის სიმბოლურ გუნდს Qomagebi.ge-ის ვერსიით:

მეკარე: ლაზარე კუპატაძე
მცველები: მამუკა კობახიძე, საბა ხვადაგიანი, ირაკლი აზაროვი, რევაზ ჩიტეიშვილი
ნახევარმცველები: მილან რადინი, ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, იური ტაბატაძე,  ჯაბა ჯიღაური
თავდამსხმელი: ზორან მარუშიჩი

მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.

 

 

Share