“ამის დანახვა უსინათლოსაც კი შეუძლია” – ვაისი კაშიასა და კანკავაზე

დავითაშვილი: “ახალი მწვრთნელის მოსვლა ყოველთვის პოზიტივის მომტანია”
დეკემბერი 7, 2021 22:19
“საინტერესოა, გაუშვებს თუ არა ანორთოსისი კაჭარავას დინამოში” – კვიპროსული მედია
დეკემბერი 8, 2021 12:05

ბრატისლავას “სლოვანის” მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ Sport.aktuality.sk ინტერვიუში, კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-მწვრთნელმა, ქართველი ფეხბურთელების მიდგომებზე და პროფესიონალიზმზეც გაამახვილა ყურადღება. ის ამბობს, რომ ჯაბა კანკავა საუკეთესო პროფესიონალია, ვისთან ერთადაც უმუშავია.

“გურამ კაშიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ მჯერა, კონფერენსლიგაზე “კოპენჰაგენთან“ დახმარებას შეძლებს. როცა ის არ თამაშობს, დაცვაში პრობლემები გვაქვს და ვფიქრობ, ამის დანახვა უსინათლოსაც კი შეუძლია. მისი გამოცდილება და მონდომება ჩვენთვის დიდი პლუსია. მაგალითს გეტყვით: საზღვარგარეთ პატივისცემა მოიპოვება იმ დამოკიდებულებით, რაც გურამს და ჯაბა კანკავას აქვთ.

ჯაბა არც ვარჯიშზე და არც თამაშზე არაფერს ამბობს, მასზე ყველაზე მეტად მისი თამაში მეტყველებს. ის 35 წლისაა, ცოტა ხნის წინ დედა გარდაეცვალა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ის საუკეთესო მოთამაშეა დამოკიდებულებით და პროფესიონალიზმით, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. ზოგიერთები მასთან ახლოს რომ იყვნენ, „სლოვანის“ საქმე ახლა უფრო უკეთ იქნებოდა.

იგივეს თქმა შემიძლია გურამ კაშიაზეც ან ჯოერი დრ კამპსი, ვინც ამ მომენტისთვის ვერ გვერხმარება.” ; – ამბობს ვაისი სლოვაკურ გამოცემასთან საუბარში.

Share