გიორგი აბუაშვილის დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე

საქართველოს ნაკრები FIBA-ს რეიტინგში დაქვეითდა
დეკემბერი 7, 2021 18:47
დავითაშვილი: “ახალი მწვრთნელის მოსვლა ყოველთვის პოზიტივის მომტანია”
დეკემბერი 7, 2021 22:19

დღეს, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში, გიორგი აბუაშვილის “პორტო” ფერნანდო ტორესის მადრიდის “ატლეტიკოს” ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

18 წლის ქართველი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში პირველად მოხვდა და მისი დებიუტიც შედგა. გიორგიმ 82-ე წუთზე დიეგო აბრეუ შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ახალგაზრდული ლიგის უკანასკნელ ტურში აბუაშვილმა დუბლი გაიფორმა.

ბოლო ტურის შემდეგ, პორტოს 19-წლამდელთა გუნდმა ატლეტიკოს მსგავსად 10 ქულას მოუყარა თავი, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მეორე ადგილი ესპანელებმა დაიბევეს.

Share