ხვიჩა კვარაცხელია მე-17 ტურის ანტი-სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გიორგი მამარდაშვილი Top-10 მეკარეს შორისაა და 8 მილიონად შეაფასეს
დეკემბერი 7, 2021 11:32
მეტოქეები ცნობილია – საქართველო D ჯგუფში მოხვდა || ATP Cup 2022
დეკემბერი 7, 2021 12:47

რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას რუბინი ნიჟნი ნოვგოროდს დაუპირისპირდა.

რუბინმა 1:2 წააგო, ხვიჩა კვარაცხელია კი რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ 52-ე წუთზე შეცვალა.

ამან ხვიჩა ძალიან გააბრაზა – ქართველმა ფეხბურთელმა ხელთათმანები მოისროლა, მთავარი მწვრთნელი დააიგნორა და მაშინვე გასახდელისკენ გაეშურა.

მატჩის შემდეგ სლუცკის ხვიჩას ცვლილების შესახებ ჰკითხეს.

– ხვიჩა რატომ შეცვალეთ ძალიან ადრე? მისი ქცევით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან უკმაყოფილო დარჩა გადაწყვეტილებით.
– არ ვიცი, კმაყოფილია თუ არა ის, მაგრამ ისე თამაშობდა, პირველი ტაიმის შემდეგ უნდა შემეცვალა.

რუსულმა გამოცემამ Soccer.ru ტურის სიმბოლური ანტი-ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ნახევარმცველიც მოხვდა. სტატიის ავტორი ქართველის გამოსვლას შემდეგნაირად აფასებს:

“გასულ სეზონში კვარაცხელია შეუჩერებელი გახლდათ, ზედიზედ მეორედ გახდა რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. ზაფხულში უკეთეს ჩემპიონატში წასვლის იმედი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ “რუბინში” დარჩა და ახლა უფრო მეტად იტანჯება ვიდრე თამაშობს.

“ნიჟნი ნოვგოროდთან” მატჩმა მორიგი იმედგაცრუება მოიტანა: ქართველს 52-ე წუთზე არცერთი ზუსტი დარტყმა და 10 ზუსტი გადაცემაც არ ჰქონია. მეორე ტაიმის სტარტზე ლეონიდ სლუცკიმ კვარაცხელია თამაშიდან მოხსნა”; – წერს რუსული გამოცემა

ყაზანის “რუბინი” მორიგ შეხვედრას 11 დეკემბერს “კრილია სოვეტოვის” წინააღმდეგ გამართავს.

Share