დავითაშვილი: “ახალი მწვრთნელის მოსვლა ყოველთვის პოზიტივის მომტანია”

გიორგი აბუაშვილის დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე
დეკემბერი 7, 2021 20:52
“ამის დანახვა უსინათლოსაც კი შეუძლია” – ვაისი კაშიასა და კანკავაზე
დეკემბერი 7, 2021 23:48

ვოლგოგრადის როტორში ცუდი პერიოდია. 25 ტურის შემდეგ, გუნდი მე-17 ადგილზეა. არასახარბიელო შედეგების გამო როტორს მწვრთნელიც შეუცვალეს.

რუსულ მედიასთან ყოფილი გუნდის შესახებ ისაუბრა ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც ახლა არსენალ ტულას ღირსებას იცავს.

“როტორის მატჩებს რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებ. სამწუხაროდ, სეზონის სტარტი მათვის წარუმატებელი გამოდგა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროებითია და ამ რთულ პერიოდს მალე დაძლევენ. 100 %-ით დარწმუნებული ვარ, მალე მაღალ საფეხურზე აიწევა.

როტორის გულშემატკივარს გუნდი ძალიან უყვარს. მათზე, ქალაქზე და კლუბზე ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა.

რთული სათქმელია, რატომ არის კლუბი ცუდ ფორმაში, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. მწვრთნელის შეცვლა ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა. ახალი მწვრთნელის მოსვლა ყოველთვის პოზიტივის მომტანია, ამიტომ ვფიქრობ რომ ეს კლუბს დაეხმარება,”- თქვა დავითაშვილმა.

Share