გიორგი მამარდაშვილი Top-10 მეკარეს შორისაა და 8 მილიონად შეაფასეს

“არის ინტერესი, მაგრამ გუნდის შეცვლაზე არ ვფიქრობ” – ინტერვიუ ვლადიმერ მამუჩაშვილთან
დეკემბერი 7, 2021 00:26
ხვიჩა კვარაცხელია მე-17 ტურის ანტი-სიმბოლურ გუნდში მოხვდა
დეკემბერი 7, 2021 11:35

Football observatory-მ CIES -ს ეკონომიკური მოდელის მიხედვით Top 5 ლიგის ყველაზე ძვირადღირებული 23-წლამდე ფეხბურთელები დაასახელა. სიაში ერთ-ერთია ვალენსიას მეკარე გიორგი მამარდაშვილი. ქართველი Top 10 გოლკიპერს შორის მე-7 ადგილს იკავებს. მამარდაშვილი გამოცემამ 8 მილიონად შეაფასა.

ფეხბურთელთა სია 60 კაცისგან შედგება. აქედან 17 პრემიერ ლიგის, 14 ბუნდესლიგის, 12 ლა ლიგის , 10 საფრანგეთის ლიგა 1-ის, 7 სერია A-ს ფეხბურთელია.

გთავაზობთ Top 10 მეკარის ჩამონათვალს:

1. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) – 80 მილიონი
2. ილან მელიე (ლიდსი) – 40 მილიონი
3. დოღან ალემდარი (რენი) – 15 მილიონი
4. ლუიშ მაქსიმიანო (გრანადა) – 15 მილიონი
5. ეტიენ გრინი (სტ. ეტიენი) – 15 მილიონი
6. ალბან ლაფონი (ნანტი) – 10 მილიონი
7. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 8 მილიონი
8. კრისტოფერ კლაესონი (ლიდსი) – 8 მილიონი
9. ხულიენ აგირეზაბალა (ბილბაო) – 7 მილიონი
10. ივორ პანდური (ვერონა) – 7 მილიონი

Share