საქართველოს ნაკრები FIBA-ს რეიტინგში დაქვეითდა

▶️VIDEO გოლი ისტორიიდან – ყაველაშვილის გოლი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ
დეკემბერი 7, 2021 16:02
გიორგი აბუაშვილის დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე
დეკემბერი 7, 2021 20:52

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ფანჯარა დაასრულდა და Fiba-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა და ამ მომენტისთვის 38-ე ადგილზეა. ილიას ზუროსის გუნდს ბელგიამ გადაასწრო, რომელმაც მსოფლიო შესარჩევის პირველ სანაკრებო ფანჯარაზე სლოვაკეთი და სერბეთი დაამარცხა.

შეგახსენებთ, ილიას ზუროსის გუნდმა ნოემბერში უკრაინა 88:83 დაამარცხა. ესპანეთთან კი, 61:89 დამარცხდა.

მომდევნო შეხვედრებს “ჯვაროსნები” თებერვალში გამართავენ, როდესაც ჩრდ.მაკედონიის ნაკრებს ორჯერ დაუპირისპირდებიან.

გეტყვით იმასაც, რომ რეიტინგს ოლიმპიური ჩემპიონი აშშ ლიდერობს. ევრობასკეტზე ჩვენი მომავალი მეტოქე, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები რეიტინგში მეორე ადგილზეა.

Share