საქართველოს თასის ფინალს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მანსჯის

მეტოქეები ცნობილია – საქართველო D ჯგუფში მოხვდა || ATP Cup 2022
დეკემბერი 7, 2021 12:47
ღარიბაშვილი: “ვფიქრობთ, კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტირება მოვახდინოთ”
დეკემბერი 7, 2021 15:33

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 2021-ის ფინალური შეხვედრა 8 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება. საქართველოს თასისთვის ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენლები წყალტუბოს “სამგურალი” და თბილისის “საბურთალო” დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფინალურ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი იაროსლავ პშიბილი იქნება, მას ასისტენტობას კონრად საპელა და არკადიუშ ვუიჩიკი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

“სამგურალისა” და “საბურთალოს” ფინალური დაპირისპირება ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩს სტადიონის ტევადობის 33%-ის შესაბამისი გულშემატკივრთა რაოდენობა დაესწრება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობავაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტიან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტიან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხიან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

Gff.ge

Share