დაბრუნება შემადგენლობაში – გიორგი ჩაკვეტაძე ფლორასთვის ემზადება

[ექსკლუზივი] ჯოვინოს პირველი კომენტარი ნაკრებში შესაძლო თამაშზე
დეკემბერი 8, 2021 20:17
მამუკა გორგოძე დიდების დარბაზშია და საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის
დეკემბერი 9, 2021 11:39

ხვალ, უეფას კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მე-6 ტურში, ბელგიური “გენტი” შინ ესტონურ “ფლორას” შეხვდება.

მასპინძელთა სამატჩო განაცხადში რამდენიმე მატჩიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე.

“გენტს” კონფერენსლიგის გასულ 5 მატჩში 10 ქულა დაუგროვდა, უშუალო  კონკურენტ “პარტიზანს” ურთიერთშეხვედრებშიც აჯობა და ბოლო ტურის წინ ჯგუფში პირველი ადგილი და  მერვედფინალური ეტაპი განაღდებული აქვს.

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური კლუბის ღირსებას 2018 წლიდან იცავს, ქართველ ფეხბურთელს საუკეთესო სეზონიც სწორედ 2018/19 წლებში ჰქონდა, როდესაც 23 მატჩში 5 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ბელგიური “გენტის” და ესტონური “ფლორას” შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:45 – წუთზე დაიწყება, მატჩის საყურებელ ბმულს კი ჩვენს ვებ-გვერდზე იხილავთ.

Share